დღეს პრაღაში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია "რუსეთის სამხედრო დოქტრინა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევები", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ვიცე პრემიერ-მინისტრი.
გიორგი ბარამიძე საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მილიტარიზაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამინის უფლებების უხეშ დარღვევებსა და დეოკუპაციის პერსპეტივებზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. დღეს ვიცე პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს ჟურაი ჩმიელს (Jurai Chmiel) შეხვდება.