პოლიტიკოსებს, რომლებიც 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან, შეუძლიათ სახლში დარჩნენ. ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. „თუ ზოგიერთ პოლიტიკოსი თავს ბედნიერად არ გრძნობს იმის გამო, რომ ჩემპიონატს რუსეთში ვატარებთ, მინდა ვურჩიო მათ, სახლში დარჩნენ. ჩვენ კი 2018 წელს რუსეთში ყველაზე დიდ და დაუვიწყარ ჩემპიონატს ჩავატარებთ,“-აღნიშნა ბლატერმა.