საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო სამშობლოში დაბრუნების მსურველებს დახმარებას პირდება.
ამის შესახებ საგრეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ განაცხადა.
"ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ევროპის საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დახურულია, რამაც ჩვენს მოქალაქეების გადაადგილებას პრობლემა შეუქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე საზღვარგარეთის ქვეყნებში მყოფმა მოქალაქეებს გვინდა მოვუწოდოთ, რომ ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართონ და იქ ყველა სახის დახმარებას გაუწევენ. ამასთან, აუცილებელია, რომ მოქალაქეს თან ჰქონდეს ავიაბილეთი", - აღნიშნა კიკვაძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს მათი სურვილის შემთხვევაში სამშობლოში სახმელეთო გზით დააბრუნებენ, ასევე ქართველი დიპლომატები ვიზებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებსაც მოუგვარებენ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარებისთვის საქართველოს მოქალაქეებმა ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში და ავსტრიაში უკვე მიმართეს.