დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ აბულ ღეითის 2010 წლის 25 მაისს საქართველოში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.