"ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა გაბუნიას საარჩევნო შტაბი ცაგარელის 59-ში იქნება.
საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მას საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, პარტიის ლიდერები დაესწრნენ.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მიზანი იყო საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ინფორმირება, თუ სად შეეძლებათ თავიანთი პრობლემების შესახებ ღიად საუბარი.
"ჩვენ გვინდა, რომ ამ შტაბში თითოეულმა საბურთალოელმა თავი იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ სწორედ თითოეული მათგანის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა თარგამაძემ.
მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამაც გამოთქვა.
"ჩვენი უპირველესი მრჩეველია ქართული საზოგადოება. ჩემს საარჩევნო შტაბში დაწყებული ბრძოლა მათი მხარდაჭერით საკრებულოშიც გაგრძელდება. Gგზა ახალი საბურთალოსკენ გადის "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასა" და ცაგარელის 59-ზე", - განაცხადა გაბუნიამ.