"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით, "ალიანსის" მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას თბილისელთა დასაქმების პროგრამა მხოლოდ დროებითი, წინასაარჩევნო პროექტი არ არის.
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს "ალიანსის" მიერ შემუშავებულ დასაქმების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის თანაავტორიცა.
"პროექტის მიზანია, მცირე და საშუალო მეწარმეებს მიეცეს გარანტია, რომ მათ მიერ აღებული სესხი იყოს დაბალპროცენტიანი, მათ ხელი შეეწყოთ იმაში, რომ ჩამოაყალიბონ საკუთარი საშუალო თუ მცირე ბიზნესი, სადაც დაასაქმებენ ადამიანებს. ეს არის დროზე გათვლილი სერიოზული პროგრამა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება", - აღნიშნა გამყრელიძემ.
"ალიანსი საქართველოს" პროგრამა 20 000 ახალი საოჯახო და მცირე საწარმოს გახსნას თბილისში და მათ ხელშეწყობას ითვალისწინებს.