ფრაქცია ქართული ოცნების წევრები დღეს კაჭრეთში შეიკრიბებიან. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიღებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის ინფორმაციით, დახურულ შეხვერაზე "ქართული ოცნების" სტრუქტურულ განვითარებასა და პარტიის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.