დღეს, 20 აპრილს, დედაქალაქის მერიასთან აქცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოდან" აცნობეს, მიტინგში მონაწილეობას მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თბილისელები და დევნილები მიიღებენ.
აქციის მონაწილეები საკუთარ მოთხოვნებს გააჟღერებენ, რასაც წერილობითი სახით დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც გაუგზავნიან.
აქცია თბილისის მთავრობის სახლთან 12:00 საათზე, "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით დაიწყება.