საქართველოს პარლამენტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მონაწილეობით ისრაელის ქნესეთს საგანგებო წერილს გაუგზავნის. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
წერეთელი ბიუროს დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა და გამოეხმაურა იერუსალიმში რუსთაველის ბარელიეფის დაზიანების ფაქტს, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სს უწყებამ უკვე მიმართა ისრაელის საგამოძიებო ორგანოებს, რათა დაჩქარდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და იმედოვნებს, რომ ქართველი კოლეგების თხოვნას ისრაელიდან პასუხისმგებლობით მოეკიდებიან, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროდ მიაჩნია აღნიშნულ საკითხში ჩაერიოს საქართვგელოს პარლამენტი და წერეთლის გადაწყვეტილებით პარლამენტის ისრაელთან მეგობრობის ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით ისრაელის ქნესეთს გაუგზავნის საგანგებო წერილს, სადაც იქნება დაფიქსირებული საქართველოს პარალმენტის თხოვნა, რომ ისრაელის პარლამენტმა ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნული საქმის გამოძიებას.
"ისრაელის პარლამენტში ბევრი მეგობარი გვყავს და არა მხოლოდ ქართული წარმოშობის დეპუტატები. მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა პასივისცემა საქართველოსა და ქართული კულტურისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის ეს ფაქტიც აღმაშფოთებელია და იმედი მაქვს, რომ გაუწევენ ზედანმხედველობას აღნიშნლი ფაქტის გამოძიებას" - განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბარელიეფის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა.