საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი მიმდინარე კვირას ბოლივიასა და ეკვადორში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ალექსანდრე ნალბანდოვი ბოლივიასა და ეკვადორში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მთელ რიგ შეხვედრებ გამართავს. ამასთან, დაგეგმილია ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმება", - განაცხადა ჯალაღანიამ.
ამასთან, ჯალაღანიას შეფასებით, ბოლო დროს ლათინო ამერიკული ქვეყნების მიმართ გაჩენილი "შიში", რომ ისინი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებენ სიმართლეს არ შესაბამება.