საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ტალინში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრისა მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ მეტეოროლოგიური პირობები მოგვცემს საშუალებას, მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-დან სადაც იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ტალინში გაემგზავრება და ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ვაშაძე კოლეგებს საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობას მნიშვნელობაზე ესაუბრება.
"მინისტრი კოლეგებთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავის წვლილი შეიტანა მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით", - აღნიშნა ჯალაღანიამ.