თბილისის მერობის "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სანზონელებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საბჭოში განუცხადეს, ძიძიგური 14:00 საათზე, მეტროსადგურ "ღრმაღელესთან" მივა და დასახლების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნობა.
მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს "ეროვნული საბჭოს" საარჩევნო პროგრამასაც გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ საბჭომ ძიძიგური თბილისის მერობის კანდიდატად სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდის საფუძველზე შეარჩია.