იაშვილის სახელობის კლინიკაში ეპილეფსიის დიაგნოზით ერთი წლის აფხაზი გოგონა გადაიყვანეს.
ტანია მილენა ტყვარჩელიდან ქუთაისში გადაიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში წამოიყვანა.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით მისი ჯანრთლების მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
ერთი წლის გოგონას ეპილეფსია ერთი თვის ასაკში გამოუვლინდა, მას აფახეთში მკურნალობდნენ, თუმცა მდგომარეობის გაიარესების გამო, მისი გადმოყვანა აუცილებელი გახდა. მკურნალობის ხარჯებს აფხაზეთის ავტონომიურის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.