საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინკის გმირი უწოდა.
~ჩვენთვის, ქართველებისთვის ლეხ კაჩინკი გმირი იყო. გმირი მაშინ ხდება ადამიანი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ყველა ვერ იზამდა. არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება მსოფლიოში, მე აქ უნდა ვყოფილიყავი, ეს იყო ჩემი ვალი მის წინაშე, არა უფრო კაცობრიობის წინაშე~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილიმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ძალიან წუხს მომხდარის გამო.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინკას დაკრძალვის შემდეგ კრაკოვის ქუჩებში გავიდა და სწორედ იქ მისცა მცირე ინტერვიუ პოლონურ ტელევიზიას.
დაკრძალვის ცერემიანიას სააკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა კრაკოვში ეროვნული გმირის წოდების ორდენიც ჩაიტანა, რომელიც მან ლეხ კაჩინკის გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა.
ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე გიშინ, კრაკოვში ვაველის სასახლის კათედრალურ ტაძარში დაკრძალეს.