საქართველოს პრეზიდენტიმა მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ ვაველის სასახლის ეზოში პრეზიდენტის ოჯახს, ქალიშვილს და ძმას, ასევე პოლონეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბორისლავ კომაროვსკის, პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს, საგარეო საქმეთა მინისტრს სტანისლავ სიკორსკის მიუსამძიმრა.
საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია კაჩინსკა ქალაქ კრაკოვში ვერცხლის ზარების კოშკთან, ვაველის სასახლის კათედრალურ ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვისას 21 საარტერიო ზალპი გაისროლეს.
პრეზიდენტი კაჩინსკისა და მისი მეუღლის კუბო სარკოფაგში მოათავსეს. მხოლოდ სარკოფაგის ზედა ქვის წონა 600 კგ.-ს შეადგენს, რომელზეც ამოტვიფრულია ჯვარი, პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახლები, დაბადების და გარდაცვალების თარიღების გარეშე.
პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია კი კრაკოვის წმინდა მარიას ბაზილიკაში გაიმართა.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა, რომლის შედეგად 96 ადამიანი _ 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.