პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია კაჩინსკა ქალაქ კრაკოვში ვერცხლის ზარების კოშკთან, ვაველის სასახლის კათედრალურ ტაძარში დაკრძალეს.
პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვისას 21 საარტერიო ზალპი გაისროლეს.
პრეზიდენტი კაჩინსკისა და მისი მეუღლის კუბო სარკოფაგში მოათავსეს. მხოლოდ სარკოფაგის ზედა ქვის წონა 600 კგ.-ს შეადგენს, რომელზეც ამოტვიფრულია ჯვარი, პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახლები, დაბადების და გარდაცვალების თარიღების გარეშე.
პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია კი კრაკოვის წმინდა მარიას ბაზილიკაში გაიმართა.
დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ პოლონეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანეობამ და ოჯახის წევრებმა პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასული სტუმრებისგან სამძიმარი მიიღეს.
პრესიდენტ კაჩინსკისა და მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი დაესწრო.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა, რომლის შედეგად 96 ადამიანი _ 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.