საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია. ქვეყნის პირველი პირი კრაკოვში, პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.
გართულებული ავიამიმოსვლის გამო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ჩასვლა რამდენიმე ქვეყნის გავლით მოუხდა.
პოლონეთში იმყოფება საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც.
შეგახსენებთ, რომ კრაკოვში ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელიც სამგლოვიარო მესით გაიხსნა.