ხვალ, 19 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ალი ტრეკის შეხვდება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, კი ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში 14-16 აპრილს სხვადასხვა შეხვედრები გამართა. კერძოდ, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გაერო-სთან ავსტრალიის, აშშ-ს, ახალი ზელანდიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ეთიოპიის, ესპანეთის, ინდოეთის, კოლუმბიის, კოსტა-რიკის, პაკისტანის, პარაგვაის, პერუს, საფრანგეთისა და ჩილეს მუდმივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან გამართა.
ამასთან, ვაშაძეს ჰქონდა მრავალმხრივი შეხვედრები აფრიკის კავშირის, ევროკავშირის, კარიბის ზღვის აუზის, სუამ-ის, ოკეანეთის და არაბული ლიგის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე შეხვდა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ნიუ იორკის ოფისის დირექტორს, უდო იანცს.