ხვალ, 19 აპრილს. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ხომალდი "ჯონ ჰოლი" შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას დატოვებს.
"ჯონ ჰოლი" საქართველოს მეგობრული ვიზიტით 16 აპრილს ეწვია. იმავე დღეს შევიდა ბათუმის პორტში. ეს ამერიკული სამხედრო გემის მეორე ვიზიტია საქართველოში. ფოტის პორტთან ღია აკვატორიაში ქართული სანაპირო დაცვის თანამშრომლებისათვის წვრთნები გაიმართა.