ხვალ, 19 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო ''ქორთიარდ მარიოტში'' ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და ამომრჩეველთა სიაზე ცესკოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს წარადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს, შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან