ლარის ფულადი ბაზრის განვითარებისა და ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისების მიზნით ეროვნული ბანკი ახალი მონეტარული ინსტრუმენტების ამოქმედებას და არსებულის გააქტიურებას იწყებს. ეროვნული ბანკის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
პირველი, კომერციული ბანკების მიერ ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების 10 პროცენატმდე გაზრდაა. ამავდროულად, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, კომერციული ბანკებს სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე განთავსებულ მინიმალური რეზერვების გაზრდილ თანხაზე, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განკვეთს დაარიცხავს. დღემდე ლარით მინიმალური რეზერვების ნაშთზე პროცენტების დარიცხვა არ ხორციელდებოდა.
ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბრიდან უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების გაანგარიშების ბაზა გაიზრდება, კერძოდ მოზიდულ სახსრებს არარეზიდენტებისგან ნასესხები სახსრები დაემეტება.
ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრების დარეზერვებით, საგარეო წყაროებიდან მოზიდული რესირსები ადგილობრივ ბაზარზე მოზიდულ რესურსებთან თანაბარ პირობებში ჩადგება.
ამასთან, ეროვნული ბანკი ერთდღიან დეპოზიტებს აამოქმედებს, რომელსაც წლიურ 3 პროცენტს დაარიცხავს; ასევე მარტივდება ერთდღიანი სესხების აღების შესაძლებლობა, რომლის საპროცენტო განაკვეთი წლიური 10 პროცენტიდან 7 პროცენტამდე შემცირდება.