"სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა ივანიშვილი იპოდრომზე ტყე-პარკის გაშენებას ითხოვს.
როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინაააღმდეგ შემთხვევაში, რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების საშიშროება არსებობს.
"სახალხო დემოკრატების" ლიდერმა იპოდრომის ტერიტორიაზე ტყე-პარკის გაშენების წინადადებით ქვეყნის პრემიერსა და ქალაქის მერს მიმართა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით დაიმუქრა.
"იპოდრომი თავიდანვე უკანონოდ იქნა გაყიდული. მოვუწოდებ ხელისუფლებას. მწვანე ნარგავების თემა პრიორიტეტული იყოს. იპოდრომის შუა ქალაქში ყოფნა არაფერს უშავებდა ქალაქს, ეკოლოგიურ საფრთხეს ეს მშენებარე კორპუსები ქმნის, რომლებიც კოშკებივით გვადგას თავზე", - განმარტა ივანიშვილმა.