ნიუ-ჯერსის შტატში მცხოვრებმა სანდრა მაკნეილმა ლატარიაში 211,7 მილიონი დოლარი მოიგო.
ქალაქ მორისტონში მცხოვრებმა სკოლის კომიტეტის წევრმა 13 მარტს ერთი ლატარიის ბილეთი შეიძინა და ერთი თვის შემდეგ გამართულ გათამაშებაში ჯეკპოტი მოიგო.
გამარჯვებულს სახელმწიფო გადასახადების გადახდისა და გათამაშების პროცენტების გამოკლებით ლატარიის წარმომადგენლებმა 101,6 მილიონი დოლარი გადასცეს.