ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი სავარაუდოდ ალამა-ატაში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს, რომლის ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ბაკიევის მშობლიური სახლიდან ინფორმირებულმა წარომ მიაწოდა.
"ის ცოცხალი, ჯანმრთელი და თავს ნორმალურად გრძნობს", - აცხადებს ინფორმირებული წყარო.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი დსთ-ს ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება, სავარაუდოდ კი ბაკიევი ამჟამად ალმა-ატაშია.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა 15 აპრილს დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. 16 აპრილს ბაკიევმა ყაზახეთიც დატოვა, ამ დროისთვის ექს-პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის.
ყირგიზეთში 6-7 აპრილს მომხდარი არეულობის შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა, 1600-ზე მეტი კი დაშავდა. ამ დროისთვის ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს.