ჩინეთის პროვინცია ცინხაიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 1,339 ადამიანი დაიღუპა და 11,849 დაშავადა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
ჩინეთის პრემიერის განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ტრაგედია ყველა ჩინელმა უნდა გაითავისოს.
"ის ადამიანები, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ და მათი ოჯახები ჩვენი, ყველას ნათესავები და ახლობლები არიან. ამიტომ მათ დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ვენ ჯიბაომ.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის შემდეგ ყველაზე მეტად ქალაქი ჯიეგუ დაზარალდა, სადაც შენობების 90%-ზე მეტი დაინგრა. მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 ბალს შეადგენდა.