მუხიანის საარჩევნო ოლქში "ალიანსი საქართველოსთვის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მოსიძე იქნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსიდან" აცნობეს, მუხიანის მოსახლეობას მოსიძის კანდიდატურას დღეს, "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წარუდგენს.
"ალიანსელები" ამომრჩევლებს მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში 13:00 საათზე შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსმა" საკრებულოს მაჟორიტატორიბის კანდიდატები უკვე რამდენიმე საარჩევნო ოლქში დაასახელა, მათ შორის დიღმის ოლქში კენჭს მანანა ნაჭყებია, ვაკეში - მამუკა კაციტაძე, საბურთალოზე - დავით საგანელიძე, ისანში კი ფიქრია ჩიხრაძე იყრიან.