ჰოლანდიის ავიაკომპანია " KLM "-მა და გერმანულმა " Lufthansa"-მ თავიანითი თვითმფრინავების ტესტური ფრენები ჩაატარაეს. " KLM "-ის წარმომადგენლების განცხადებით, ფრენებმა წარმატებით ჩაიარა და თვითმფრინავებს ვულკანის ფერფლისგან არავითარი დაზიანებები არ მიუღიათ.
გერმანული ავიაკომპანიის თვითმფრინავებმა კი რიგ შემთხვევბში 8000 მეტრიან ნიშნულზეც იფრინეს და ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაბრუნდენ ფრანკფურტის აეროპორტში.
"ყველა თვითფრინავს ჩაუტარდა ინსპექტირება და ჩვენ ვერავითარი დაზიანება ვერ აღმოვაჩინეთ", - განაცხადა " Lufthansa " წარმომადგენელმა ანგე დუენხაუპტმა
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის შემდეგ, სილანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ევროპის საჰაერო სივრცე დახურულია. გადაიდო ათასობით ავიარეისი.