აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა განაცხადა.
"ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლონეთში ვიზიტის შეცვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა რობერტ გიბსმა.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს პოლონეთში, კრაკოვის სტანისლავისა და ვაცლავის ტაძრის ეზოში პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ლეხ და მარია კაჩინსკებს დაკრძალავენ.
10 აპრილს სმოლენსკთან ავაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტს ათასობით პოლონელი, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, სასულიერო პორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენები და სპეციალურად ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები გამოემშვიდოებებიან.