საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინსკას დაკრძალვის ცერემონიალს ვერ დაესწრება.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედგად საჰარეო სივრცეში პრობლემების შექმნილი გამო დელეგაცია თბილისადან პოლონეთში ვერ გაფრინდა.
~ვულკანური ფერფლის ღრუბლის გამო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცე პრაქტიკულად დახურულია, მათ შორის პოლონეთის საჰარეო სივრცეც დაიკეტა. ბოლო მონაცემებით, იგი დაახლოებით შუადღემდე იქნება დაკეტილი და გახისნება თუ არა შემდეგაც ჩვენი პოლონელი კოლეგები ვერანაირ გარანტიას ვერ გვაძლევენ~, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, ქართული დელეგაცია აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით იძულებულია პოლონეთში წასვლაზე უარი თქვას, რაც ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა.
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ პოლონელი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან იმ მიზეზს, რის გამოც ქართული დელეგაცია ვარშავაში ვეღარ ჩავა.