საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ჩასვლის გეგმა არ შეუცვლია და იგი იმედოვნებს, რომ შეძლებს მონაწილოება მიიღოს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიაში.
"პრეზიდენტს პოლონეთში ჩასვლის გეგმები არ შეუცვლია", - განაცხადა პრზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
ამავე დროს, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ავიამომოსვლის აღდგენაზე, რომელიც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ეროპაში პარალიზებულია.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში ჩასვლას ვერ შეძლებს ცერემონიაზე ოფიციალურ თბილისს პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს პოლონეთში, კრაკოვის სტანისლავისა და ვაცლავის ტაძრის ეზოში პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ლეხ და მარია კაჩინსკებს დაკრძალავენ. 10 აპრილს სმოლენსკთან ავაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტს ათასობით პოლონელი, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, სასულიერო პორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენები და სპეციალურად ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები გამოემშვიდოებებიან.