დღეს, 18 აპრილს, პოლონეთში, კრაკოვის სტანისლავისა და ვაცლავის ტაძრის ეზოში პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ლეხ და მარია კაჩინსკებს დაკრძალავენ.
10 აპრილს სმოლენსკთან ავაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტს ათასობით პოლონელი, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, სასულიერო პორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენები და სპეციალურად ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები გამოემშვიდოებებიან.
ლეხ ალექსანდერ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს ვარშავაში დაიბადა. დაამთავრა ვარშავისა და გდანსკის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტები. 1971-1997 გდანსკის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.
1977 წელს დაიწყო პოლიტიკური კარიერა მუშათა უფლების დაცვის კომიტეტში "სოლიდარობა". იყო ლეხ ვალენსას თანამებრძოლი.
1980 წელს "სოლიდარობის" 1-ლი ყრილობის დელეგატი ხდება და აქტიურ მონაწილეობას იღებს გდანსკში მიმდინარე მუშათა აქციებში.
1983-1984 წლებში "სოლიდარობის" პროფკავშირში მოღვაწეობს და მისი ხელმძღვანელი ხდება.
1988 წელს "სოლიდარობის" სრულიად პოლონეთის ორგანიზაციის მდივანი ხდება. 1989 წელს ამ კომისიის პრეზიდიუმის წევრი, ხოლო 1990 წელს თავმჯდომარის მოადგილე.
1989 წელს ლეხ კაჩინსკი სენატის წევრად აირჩიეს, 1991 წელს კი სეიმის წევრად.
1991 წელს სათავეში ჩაუდგა ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში.
1992-1995 წლებში ცენტრალურ აუდიტორიულ კომისიას ხელმძღვანელობდა.
1990-იან წლებში პარტია ცენტრისტული ძალების შეთანხმების ერთ-ერთი ლიდერი.
2000-2001 წლებში ეჟი ბუზეკის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
2001 წელს ძმასთან, იაროსლავთან ერთად შექმნა პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართლიანობა, რომელმაც იმავე წელს პარლამენის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 9,5 % მიიღო.
2001 წელს ამ პარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს, თუმცა 2003 წელს ამ თანამდებობაზე იგი მისმა ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ შეცვალა.
2002 წელს ლეხ კაჩინსკი ვარშავის მერად აიჩიეს.
2005 წელს ლეხ კაჩინსკი აკეთებს ოფიციალურ განაცხადს იმის შესახებ, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას. ამავე წელს იგი პოლონეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
2006 წლის 14 ივლისს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ პრემიერ-მინისტრად თავისი ძმა იაროსლავ კაჩინსი დანიშნა. თუმცა შემდეგ 2007 წლის 16 ნოემბერს იაროსლავი ამ თანამდებონბაზე დონალდ ტუსკმა შეცვალა.
გუშინ ვარშავაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა გამოსათხოვარ ცერემონია გაიმართა, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ამ დროსთვის პოლონეთის დედაქალაქში გადასვენებულია 75 ცხედარი. მოსკოვში მიმდინარეობს სხვა დაღუპულთა ამოცნობა. ამის გამო პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამოთხოვების ცერემონიაზე არ გამოესვენებინათ დაღუპულთა კუბოები.
იუზეფ პილსუდსკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ პედესტალზე მოთავსდა ჯვარი, რომლის უკანაც განთავსდა დაღუპულთა ფოტოები.
გამოთხოვების ცერემონია შუადღისას დაიწყო. გარდაცვლილებს პატივი მიაგეს პოლონეთის ექს-პრეზიდენტებმა ალექსანდრ კვასნევსკიმ, ლეხ ვალენსამ, პოლონეთის მთავრობის წევრებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტ კაჩინსკის ქალიშვილი და ტყუპისცალი იაროსლავ კაჩინსკი.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა, რომლის შედეგად 96 ადამიანი _ 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.