ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი პოლონეთის პრეზიდენტის დაკრზალვაზე ავტომანქანით გაემგზავრა. კრაკოვში მატარებლით ჩავა ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი. რაც შეეხება გერმანიიის კანცლერს ანგელა მერკელს იგი ლეხ კაჩინსკის დაკრძალვას სავარაუდოდ ვერ დაესწრება.
ავიამიმოსვლათან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო მერკელი აშშ-დან ჯერ ლისაბონში გაემგზავრა, შემდეგ რომში, რომიდან ბოლცანოში და მერე გერმანიაში მატარებლით უნდა გაემგზვაროს.
ასევე უცნობია ჩავლენ პოლონეთში გერმანიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტი თუ არა. თუმცა როგორც პოლონური მედია იუწყება მათ კრაკოვში ჩაღწევა ვეტმფრენებითაც შეუძლიათ.
კაჩინსკის დაკრძალვას დაესწრება უკრაინის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც კრაკოვში ავტომანქანით გაეგზავრა.
ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბარაკ ობამა.
რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, მას ჯერჯერობით კრაკოვში განგზავრებაზე უარი არ განუცხადებია.