უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საჰაერო სივრცის დახურვის გამო პოლონეთში პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე ავტომობილით გაემგზავრა.
"დღეს 07:00 საათზე ვიქტორ იუშჩენკო მეუღლესთან კატერინასთან ერთად კიევიდან გაემგზავრნენ და ამჟამად გზაში იმყოფებიან", _ იუწყება "ნაშა უკრაინას" პრესსამსახური.
მათივე ინფორმაციით, კიევის "ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ამ დილით შეწყვიტა. აეროპორტის დახურვის მიზეზი ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანია.