ვარშავაში ცენტრალურ მოედანზე დილიდან ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემი სამგლოვიარო ცერემონიალები იმართება.
ვარშავის ცენტრში იუზეფ პილსუდსკის მოედანზე მოწყობილია სპეციალური შემაღლება რომლის ცენტრში ჯვარია აღმართული. ჯვრის უკან 96-ვე გარდაცვლილის ფოტოსურათებია. ყველგან ცოცხალი ყვავილებია.
მთავარი სამგლოვიარო ცერემონიალი დღეს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყო. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ცენტრალურ მოედანზე გარდაცვლილების სასახლეებს არ გამოტანენ, ვინაიდან ყველა მათგანი ჯერ ჯერობით ამოცნობილი არ არის. ჯერ ჯერობით მოსკოვიდან პოლონეთში მხოლოდ 75 ამოცნობილი ცხედარია გადასვენებული.
ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი ღვთისმსახურება, რომელშიც მონაწილეობის მიღებას რომის პაპის წარმომადგენელი აპირებს მონაწილეობის მიღებას. თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა რომის პაპის წარმომადგენელი რომიდან ვარშავაში ჩასვლას, ვინაიდან პოლონეთის საჰაერო სივრცე ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო დახურულია.
ვარშავის ქალაქის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქალაქის მოედანზე დღეს დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი შეიკრიბება.
16:30 წუთზე გაიხსნება პრეზიდენტის სასახლე სადაც ცენტრალურ დარბაზში დასვენებული არიან პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია.
18:00 საათზე პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ცხედრებს წმინდა იოანეს ტაძარში გადაასვენებენ და იქ გარდაცვლილების ცხედრები ხვალ დილამდე დარჩება. ხვალ დილიდან კი გარდაცვლილების დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართება. ლეხ და მარია კაჩინსკებს პოლონეთის ძველ დედაქალაქ კრაკოვში დაკრძალავენ, ვაველის კოშკში.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთის დელეგაციები დღეს ვარშავაში მიმდინარე სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ყველა მათგანი ხვალ პირდაპირ კრაკოვში დაკრძალვის ცერემონიალზე ჩავა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე დასწრებას მსოფლიოს 98 სახელმწიფოს წარმომადგენელი გეგმავს.
დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს ასევე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.
შეგახსნებთ, რომ ავიაკატასტროფა სმოლენსკთან, რომლშიც პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის მთავრობის 96 წარმომადგენელი გარდაიცვალა 10 აპრილს მოხდა.