ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის ძმა ჯანიბეკ ბაკიევი პოლიციის მიერ ალყაშემორტყმულ სახლში არ იმყოფება. ამის შესახებ ~რია ნოვოსტის~ ინფორმაციით სახლში მყოფმა ბაკიევის ერთ-ერთი მომხრე აცხადებს.
მისი თქმით, ბაკიევების მშობლიურ სოფელში მდებარე სახლში, რომელიც მილიციელებსა და 70-მდე სპეცრაზმელის მიერ ალყაშემოტრყმულია, მხოლოდ ოთხნი იმყოფებიან და არც ერთი მათგანი შეიარაღებული არ არის.
ექსპრეზიდენტის ძმის ჯანიბეკ ბაკიევის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია ბაკიევების მშობლიურ სოფელში დღეს დაიწყო. ჯანიბეკ ბაკიევი სახლემწიფო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი იყო.
როგორც ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერმა აზიმბეკ ბეკნაზაროვმა განაცხადა, სახლის შტურმით აღება მილიციას არ შეუძლია, რადგან სახლში ბავშვები და ქალები იმყოფებიან.
ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლები ჯანიბეკ ბაკიევს საპროტესტო გამოსვლების დროს, ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს.