ყირგიზეთში, ჯალალაბადის ოქში ექსპრეზიდენტის ძმის ჯანიბეკ ბაკიევის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც ~რია ნოვოსტი~ იუწყება ჯანიბეკ ბაკიევი სახლემწიფო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი იყო.
მილიციელებმა და 70-მდე სპეცრაზმელმა ბაკიევების სახლს მათ მშობლიურ სოფელ ტეიტში ალყა შემოარტყეს.
როგორც ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერმა აზიმბეკ ბეკნაზაროვმა განაცხადა, სპეცოპრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს.
ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, სახლის შტურმით აღება მილიციას არ შეუძლია, რადგან სახლში ბავშვები და ქალები იმყოფებიან.