გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის გაფართოებისკენ მოუწოდებს, მათ შორის რეგიონში ნდობის საკითხთან დაკავშირებით.
~რია ნოვოსტის~ ინფორმაციით, ბან კი მუნი გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს ნიუ-იორკში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში შეხვდა.
მან შეხევდრაზე ასევე მხარდჭერა გამოხატა კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ.
გენერალურმა მდივანმა ხაზი გასუვა დიალოგის გაფართოებისა და ნდობის გამყარების მნიშვნელობას~, - აღნიშნავენ გაეროს პრეს-სამსახურში.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გენერალურ მდივანთან შეხვედრის მთავარი მიზანი ჟენევის მოლპარაკებებში გაეროს მონაწილეობაზე საუბარი იყო.
~გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მჭიდროდ იქნება ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში~, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკითხია ის, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობენ არ შეუშვან ჰუმანიტარული ტვირთები და გაეროს წარმომადგენლები.
~ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება~, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.