პოლონეთის საჰერო სივრცე, ისლანდიაში ვუკლანის ამოფრქვევის შედეგად, სრულად დახურულია.
ამ დროისთვის პოლონეთში არ ჩასულა არც ერთი სახელმწიფო ლიდერი, რომლებიც პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვას უნდა დაესწრონ.
ამ დროისთვის ოფიციალური განცხადებები პოლონეთში ჩასვლაზე უარის თქმის შესახებ არ გაუვრცელებიათ მიხეილ სააკაშვილს, ბარაკ ობამას, ანგელა მერკელს, დიმირტი მედვედევს, ნიკოლა სარკოზის და სხვა ლიდერებს.
ვიზიტზე ოფიციალური უარი განაცხადა სამხრეთ კორეის ლიდერმა ჩონ უნ ჩხანმა, რომელიც ვარშავაში დღეს უნდა ჩასულიყო.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამ დროისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ასევე საზღვარგარეთაა რუსეთის პრეზიდენტი დიმირტი მედვედევი, თუმცა რუსეთში შიდა რეისებზე ფრენები გუშინ გარკვეული პერიოდით შეწყდა. ცალკეული ავიარეისები კი შესრულდა.
დანიას, ინგლისს, ირლანდიას, საფრანგეთს, ფინეთს, ნორვეგიას და სხვა ქვეყნებს ამ დრომდე დაკეტილი აქვთ თავიანთიმ საჰაერო სივრცეები. იტალიამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტები დახურა.
მასალის გამოყენების პირობები