ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ყრმანბეკ ბაკიევი ყაზახეთს დღეს დატოვებს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ახმაურებს.
"ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ვალდებულია ყაზახეთი ხუთშაბათს დატოვოს. ადგილობრივი დროით, 16:30 საათზე ბაკიევის თვითმფრინავი ყაზახეთიდან გაემგზავრება",- აცხადებს სააგენტოს ინფორმირებული წყარო.
აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთი ექს-პრეზიდენტის გამგზავრების ადგილი ამ დრომდე არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 6-7 აპრილს მომხდარი არეულობის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 1600-ზე მეტი კი დაშავდა. ამ დროისთვის ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა კი გუშინ ქვეყანა დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.