პოლონეთი არ განიხილავს გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინკისა და მისი მეუღლის მარიას დაკრძალვის თარიღის გადადების შესაძლებლობას. დაკრძალვის ცერემონიალი კვირას, კრაკოვში გაიმართება.
პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის დაკრძალვაზე პოლონეთში მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები აპირებენ ჩასვლას.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა იაცეკ სასინმა ადრე განაცხადა, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო საავიაციო მიმოსვლის დარღვევის შედეგად შესაძლოა დაკრძალვა გადაიდოს, თუმცა მალევე იგივე სასინმა თავისივე სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ "დაკრძალვის თარიღის გადადება აბსოლუტური უკიდურესობა იქნებოდა. ასეთი სცენარი არ განიხილება", _ განაცხადა სასინმა.