ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის ხელმძღვანელს ჯორჯ დრნდარსკის შეხვდა.
დრნდარსკიმ განცხადებით, ძირითადი პროგრამა, რასაც კომიტეტი ამ დროისთვის ახორციელებს, არის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიცირების საკითხები.
მისიის ხელმძღვანელის თქმით, მარტში აფხაზეთში არგენტინელი სასამართლო ექსპერტები ჩავლენ, რომლებიც ადგილობრივ კოლეგებთან ერთად ცხედრების იდენტიფიკაციისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს და სამარხების ანალიზს ჩაატარებენ.
მაისისთვის კი დაღუპულთა ნეშთების ესგუმაცია დაიწყება.
ვიაჩესლავ ჩირიკბამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობას და ორგანიზაციასთან სოხუმის თანამშრომლობას მაღალი შეაფასება მისცა.
,,მოხარული ვარ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის, რომელიც უკვე 20 წელია გრძელდება. ჩვენ ნდობისა და ურთიერთგაგების მაღალი ხარისხი გაგვაჩნია.” - განაცხადა ჩირიკბამ
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს ჩავიდა აფხაზეთში და მოსახლეობის დასახმარებლად დიდი შეომა გასწია.