პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს, მაგრამ ეს ქვეყნის ღირებულებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ის სამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი, მიზნად საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობას ისახავდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ დავბრუნდით და ჩვენ კიდევ დიდხანს ვიქნებით. ამას ემსახურება ის დახმარებაც, რასაც საქართველოსათვის აშშ აკეთებს... მინდა ვთქვა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს, მაგრამ ეს ქვეყნის ღირებულებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს", - განმარტა სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, "რუსეთმა თვალი უნდა გაუსწოროს 2008 წლის აგვისტოში მის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგებს და პასუხი გასცეს რთულ კითხვებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით".