ლევერკუზენის ბაიერმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ატლეტიკოს მოუგო. მასპინძლებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოგლუმ გაიტანა. 77-ე წუთზე რეფერიმ მოედნიდან უხეში თამაშისთვის სტუმართა გუნდის ჰავბეკი ტიაგუ მენდეში გააძევა. განმეორებითი შეხვედრა მადრიდში 17 მარტს გაიმართება.