დღეს, 16 აპრილს, პარლამენტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს ელოდებიან.
სუბელიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზეა დაბარებული.
მინისტრი დეპუტატებს "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009 - 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" განკარგულებისა და საპრეზიდენტო პროგრამის "ჩემი სახლი" შესასრულებლად სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე მიაწვდის ინფორმაციას.
კომისიის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.