ხმაურიანი დაპირისპირება საბერძნეთის სუპერლიგაში. ოლიმპიაკოსისა და პანათინაიკოსის პრეზიდენტებს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როგორც პანათინაიკოსის თავკაცი გიანის ალაფოზუსი აცხადებს, ოლიმპიაკოსის პრეზიდენტმა ევანგელოს მარინაკისმა მას სახეში წყალი შეასხა, შემდეგ კი მარინაკისის დაცვის წევრმა ალაფოზუსის მოადგილე ცემა. შედეგად, ამ უკანასკნელს ტუჩი გაუსკდა. მომხდარის გამო საბერძნეთის სპორტის მინისტრი სტავრო კონტონისი პრემიერ ციპრასთან შეხვედრას და საბერძნეთის ჩემპიონატში მომხდარი ძალადობის აქტებზე უმკაცრესად რეაგირებას გეგმავს. არ არის გამორიცხული, მან საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერება მოითხოვოს, რაც გასულ სეზონზე 2-ჯერ უკვე მოხდა.