იყრის თუ არა კენჭს "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერის პოსტზე დღეს, 16 აპრილს გახდება ცნობილი.
როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულის თაობაზე საკუთარ გადაწყვეტილებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.
"ყველა შეკითხვას ვუპასუხებ", - განმარტა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, აპირებს თუ არა გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას.