პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერი იძულებული გახდა ახალ ბიზნესზე უარი ეთქვა. კრიშტიანუ რონალდუ CR7Footvear-ის ბრენდის ბუცების გამოშვებას აპირებდა, რის გამოც ნაიკი „რეალს“ სპონსორული კონტრაქტის გაუქმებით დაემუქრა. რონალდუს ბრენდი CR7 მამაკაცის ქვედა საცვლებსაც უშვებს, რომლის საცალო ღირებულებაც 10-30 ევროა.