მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი რადამელი ფალკაო შესაძლოა მადრიდის რეალში გადავიდეს. ამის შესახებ გაზეთი "დეილი მეილი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბმა 29 წლის კოლუმბიელს თვალი გასული სეზონიდან დაადგა. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფალკაომ 16 მატჩში ითამაშა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.