"კონსერვატორების" ლიდერ ზვიად ძიძიგურს ზურაბ ნოღაიდელში ყველაზე მეტად მისი გაბედულება მოსწონს.
"ზურაბ ნოღაიდელი არის გაბედული ადამიანი, რომელიც უკან არასდროს იხევს. მის თვისებებში ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს", - განუცხადა ძიძიგურმა დღეს ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, "გაბედულება" ქართულ პოლიტიკაში დეფიციტს წარმოადგენს.
"ჩვენ მუდმივად ვიბრძვით, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უკან ვიხევთ ხოლმე. ზურაბ ნოღაიდელი ასეთი არაა", - განმარტა ძიძიგურმა.