ავღანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სათავეში სლავენ სკელეჯიჩი ჩაუდგა. მანამდე 43 წლის სპეციალისტი ფრანკფურტის ახალგაზრდულ კლუბს ხელმძღვანელობდა. მთავარი მწრთვნელის პოსტზე სკელეჯიჩი მოჰამედ კარგარს ჩაანაცვლეს, რომელიც იანვარში 4-მა შეიარაღებულმა პირმა დაჭრა. კარგარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მწრთვნელის პოსტის დატოვება მოუხდა. როგორც ავღანეთის ნაკრების ახალი თავკაცი აცხადებს, ის შეეცდება ავღანელ ფეხბურთელებს ევროპული ფეხბურთის თამაში ასწავლოს.
მასალის გამოყენების პირობები